|
2019-08-13 13:33:56, 2983 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - „რუსთავი 2“-ს ვალების რესტრუქტურიზაციაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს
„ვის, ვის, მაგრამ „რუსთავი 2“-ს ვალების რესტრუქტურიზაციაზე პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, „რუსთავი 2“-ისთვის ვალების ჩამოწერის შესაძლებლობაზე. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიას 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, სახელმწიფოს მკვეთრი ნაბიჯები არ გადაუდგამს. „რუსთავი 2“-ს არ უნდა ჰქონდეს ამაზე პრეტენზია, ვინაიდან ცნობილია, რომ სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, ამ ტელევიზიასაც 10 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს ბიუჯეტის წინაშე. ამის გამო სახელმწიფოს არანაირი მკვეთრი ნაბიჯები, რაც ტელევიზიის საქმიანობას ხელს შეუშლიდა, არ გადაუდგამს. ბუნებრივია, აქამდეც დამზოგველი მიდგომები იყო როგორც სხვა, ასევე ამ ტელევიზიის მიმართ. შესაბამისად, სანამ რესტრუქტურიზაციაზე დაიწყებდეთ საუბარს, ჯერ აუცილებლად უნდა თქვათ, რა დამოკიდებულება ჰქონდა სახელმწიფოს „რუსთავი 2“ -ის ვალებთან დაკავშირებით აქამდე. შეკითხვაზე, მომავალში რა იქნება, ამაზე პარლამენტი ვერ გაგცემთ პასუხს. ეს არის მთავრობის პრეროგატივა. ნებისმიერ შემთხვევაში, დამოკიდებულება იქნება იგივე, რაც იყო აქამდე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)