|
2019-08-13 12:23:27, 1508 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე „რუსთავი 2“-ზე: სამწუხაროდ, ოპონენტების ნაწილი, მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული
„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი, მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოპოზიციის ბრალდებას, რომ „რუსთავი 2“-ის გაყიდვის გადაწყვეტილების უკან ხელისუფლება დგას. ბახტაძე აცხადებს, რომ მედია პლურალიზმი და მედიის თავისუფლება ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტია. „სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი, მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვით არის დაკავებული. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც მე მოვისმინე გუშინ. მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება არის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც აქვს ჩვენს ხელისუფლებას. საქართველოში მედია თავისუფლება იქნება უზრუნველყოფილი, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების“, - ამბობს პრემიერი. შეგახსენებთ, გუშინ, „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია გაკოტრების პირას არის და ამის გამო მის გაყიდვას აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)