|
2019-08-10 17:09:26, 1755 ნახვა
კომენტარი
ნიკა გვარამია: პროკურატურა 80 000-ლარიან გირაოს ითხოვს
„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 80 000-ლარიან გირაოს ითხოვს. ამის შესახებ გვარამია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. „საქალაქო სასამართლოში ჩაინიშნა ჩემი აღკვეთის ღონისძიების პროცესი, დღეს, 8 საათზე. პროკურატურის მოთხოვნა - 80.000 ლარი გირაო“, - წერს გვარამია. შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ დღეს ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. პროცესი 20:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც ცნობილია, გამოძიება ნიკა გვარამიას სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)