|
2019-08-09 19:42:19, 1649 ნახვა
კომენტარი
გვარამია - სტრასბურგის სამარცხვინო გადაწყვეტილებამ საქართველოში დიქტატურის პანდორის ყუთი გახსნა
„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. როგორც მან საგამოძიებო უწყების შენობაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქართველოში დიქტატურის პანდორის ყუთის გახსნა. „მოგესალმებით დიქტატურაში და დიდი ხანია ამას ვამბობ, ჩემი დაჭერა თუ ბრალის წარდგენა, არ არის პირველი ნიშანი დიქტატურის დამყარების. სამწუხაროდ, ბევრჯერ გავიმეორებ ამას, სტრასბურგის სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება გახდა საქართველოში დიქტატურის პანდორის ყუთის გახსნა. ამ გადაწყვეტილებამ ეს გააკეთა. ამის მერე საქართველოში ბოლომდე ფრთები აქ გაშლილი დიქტატურას და დღეს უბრალოდ ერთ-ერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას პროკურატურა სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება (საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)