|
2019-08-09 16:21:40, 1800 ნახვა
კომენტარი
მათიკაშვილი: არავინ უნდა იყოს ინდულგირებული იმით, რომ წარმოადგენდა ტელევიზიის ხელმძღვანელს
არავინ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს ინდულგირებული იმით, რომ თუნდაც ის წარმოადგენდა ტელევიზიის ხელმძღვანელს ცოტა ხნის წინ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი პროკურატურის მიერ „რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგინების გადაწყვეტილებას. მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ცალკეული მოქალაქეების თუ პოლიტიკოსების მიმართ გამოძიების კითხვების პოლიტიკასთან დაკავშირება ერთგვარ ტრენდად იქცა. „ჩვენს ქვეყანაში შექმნილია ერთგვარი ტრენდი, რომ აუცილებლად პოლიტიკასთან უნდა დააკავშირონ ცალკეულ მოქალაქეებთან, ყოფილ პოლიტიკოსებთან, მაღალჩინოსნებთან, ტელევიზიის ხელმძღვანელებთან, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვეულებრივად რიგით მოქალაქეებთან არსებული კითხვები, რომელიც გამოძიებას გააჩნია. არავინ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს ინდულგირებული იმით, რომ თუნდაც ის წარმოადგენდა ტელევიზიის ხელმძღვანელს ცოტა ხნის წინ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველამ პასუხი უნდა გასცეს გამოძიების კითხვებს, არ არის ნიკა გვარამია გამონაკლისი. ჩვენი, პარლამენტის ვალი არის გამოძიებაზე დაკვირვება, რომ გამოძიება ჩატარდეს გამჭვირვალედ“, - განაცხადა მათიკაშვილმა. შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, ტელეკომპანიის თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვის ფაქტზე, ბრალი წარედგინება. პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)