|
2019-08-09 13:19:07, 1590 ნახვა
კომენტარი
კემულარია - გახარიას ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ოქრუაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტზე ხალვაშის ხელმოწერა არ არის
„ბოლოს და ბოლოს გახარიას ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომ ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, თითქოს ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა არ არის“, - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კოტე კემულარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დასკვნაში, რომელიც ექსპერტი ზედაპირულად წერს, რომ ასო ვ და ასო შ არ არის ისეთი, როგორიც ქიბარ ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებშია. „ეს დასკვნა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ არის ნახევარ გვერდიანი, ანუ ძალიან ზედაპირულად ექსპერტი წერს, რომ ასო ვ და ასო შ, თურმე თავის დახრილობით და რაღაც ნიუანსებით არ არის ისეთი, როგორსაც ჩვენ ვაწყდებით ქიბარ ხალვაშის ექსპერიმენტულ ნიმუშებში და ეს იძლევა თურმე კატეგორიული დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ეს ხელმოწერა ხალვაშის მიერ არ არის შესრულებული. ძალიან მტკივნეულია ეს, ეს არის ამ ინსტიტუტის დასამარება, რომელსაც ერთად ვქმნიდით წლების განმავლობაში, ამ ექსპერტიზის ბიუროს, ვისი სახელიც ქვია, ლევან სამხარაული, ეს ახალგაზრდა კაცი ედგა სათავეში, ვთხოვდით ამერიკელებს და ევროპულებს, რომ ჩვენ გვქონოდა ეროვნული, საამაყო ბიურო და ის მართლაც იყოს საერთაშორისოდ აღიარებული და ძალიან ძლიერი რეგიონში. ამასაც ანგრევენ, ახლა სასამართლოს აყენებენ ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმიტომ, რომ მისთვის ეს დასკვნა სავალდებულო არ არის, სამი დასკვნა უდევთ იქ, მათ შორის, პარიზის სააპელაციო სასამართლოს ექსპერტიზის და საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტის, რომელმაც ვ-ც ნახა, შ-ც და ყველა ეს განსხვავება ნახა. ამით არაფერი არ მთავრდება, ეს უბრალოდ ინსტიტუტებს აყენებს ძალიან დიდ დარტყმას, მაგრამ ეს იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც არის ირაკლი ოქრუაშვილი დაპატიმრებული - „რუსთავი2“-ის ჩაქრობის სურვილის გამო და როდესაც მან გაუწია წინააღმდეგობა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ჟურნალისტების ხელში მოქცეულიყო საკუთრების ის წილები, რომელიც პრაქტიკულად დღეს ქიბარ ხალვაშს და ანუ ბიძინა ივანიშვილს უბრუნდება ისევ, ამის გამოა ის დაპატიმრებული, ამას მოჰყვა ის, რომ დღეს უკვე „TV პირველს“ უტევენ, ამას მოჰყვა ის, რომ დააპატიმრეს 20 ივნისის ღამეს გულანთებული ახალგაზრდები, რომლებმაც 21 საუკუნის ეროვნული მოძრაობა წამოიწყეს საქართველოში და ყოჩათ მათ! ყველანი ბედნიერები ვართ, რომ საამაყო შვილები გვეზრდებიან და არავის დაუთმობენ ამ ქვეყანას“, - განაცხადა კოტე კემულარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)