|
2015-07-08 18:56:30, 1574 ნახვა
კომენტარი
თინა ხიდაშელი: თავდაცვის სამინისტროში წამებაში ეჭვმიტანილების ადგილი არ არის
თავდაცვის სამინისტროში წამებაში ეჭვმიტანილი ადამიანების ადგილი არ არი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მეუღლესთან და მის ადვოკატთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, თეთრაძის მეუღლის მიერ მისთვის გადაცემულ სიაში რამდენიმე ადამიანზეა საუბარი და მათი დიდი ნაწილი უწყებაში აღარ მუშაობს. „რამდენი ადამიანზეა საუბარი. ამ სიიდან მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ მუშაობს უწყებაში. მათ შორის ჩემი მინისტრობის პირობებში წავიდა რამდენიმე მათგანი. იცით, რომ მე ეს შეხვედრები დღეს არ დამიწყია. გასულ კვირას რამდენიმე ადამიანს შევხვდი, რომელთაგან კონკრეტული ინფორმაცია მივიღე. ეს ჩემი ცხოვრების პრინციპია და ამ პრინციპს არ დავარღვევ, არავითარი კავშირი არა აქვს ამას იმასთან თუ სად ვარ დღეს. ამ სამინისტროში არცერთი ადამიანი არ დარჩება ვისი აქ მუშაობაც შესაძლოა ზიანს აყენებდეს სამინისტროს პრესტიჟსა და ღირსებას. ადამიენები, რომელიც ეჭვმიტანილინი არიან წამებაში, ან ჰქონდათ ინფორმაცია სამინისტროს შენობაში წამების შესახებ და ამ ინფორმაციას მალავდნენ საკუთარი კეთილდღობის გამო, იმიტომ, რომ მათთან ვინმეს რაიმე პრობლემა არ ჰქონოდა. ასეთი ადამინების ადგილი აქ არაა იმიტომ, რომ ისინი ხვალაც და ზეგაც საფრთხის მომტანნი იქნებიან უწყებისათვის. თავდაცვის სამინისტროში, ჯარში არ შეიძლება იყოს ხალხი, რომლის წინაც ადამიანს აწამებენ და მას ეშინია ამაზე იმოქმედოს, ასეთი ადამიანი ბრძოლაში არ გამოგვადგება“,-განაცხადა თინა ხიდაშელმა. თუმცა, მისივე თქმით, უნდა დამტკიცდეს, რომ ეს ხალხი მართლაც ფლობდა ინფორმაციას წამებასთან დაკავშირებით.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)