|
2019-08-08 15:07:01, 1130 ნახვა
კომენტარი
სააკაშვილი: ყირიმის მოვლენებმა ნათლად გვაჩვენა, რომ არსებობს მხოლოდ ორი სცენარი - ნებდები, ან იბრძვი
„ყირიმის მოვლენებმა ნათლად გვაჩვენა, რომ არსებობს ორი სცენარი - ან მთლიანად ნებდები, ან უბრალოდ იბრძვი, მესამე სცენარი არ არსებობს“, - ასე უპასუხა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა IWPR-ს ჟურნალისტს კითხვაზე, წამოეგო თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის პროვოკაციას. ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის სცენარი სრულმასშტაბიანი შემოჭრა იყო, მაგრამ მისი შენიღბვა გარკვეულ ოსურ ჯგუფთან დაპირისპირებით სურდათ. „ეს სიმართლე არ არის. ყირიმის მოვლენებმა ნათლად გვაჩვენა, რომ არსებობს ორი სცენარი - ან ბოლომდე ნებდები, ან, უბრალოდ, აგრძელებ ბრძოლას, მესამე სცენარი არ არსებობს. როცა ისინი [რუსის ჯარი] უკვე შემოვიდნენ, ვინ დაიწყო ომი? ტალიავინის დასკვნაში ამ ფაქტის შესახებ ძალიან უსიამოვნოდ წერია. ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები უკვე იყვნენ ადგილზე, მაგრამ კონფლიქტი საქართველომ დაიწყო. მაპატიეთ, მაგრამ რას გულისხმობს ჯარის იქ ყოფნა? რა უბედურებაა ეს? ვთქვათ, ყირიმში შევიდა რუსის ჯარი, მაგრამ კონფლიქტი არ დაიწყო, რადგან უკრაინელებს ბრძოლა არ სურდათ - ეს ჩაითვლება შეჭრად თუ არა? უნდა მოვერიდოთ შემოჭრას? რუსეთის სცენარი ძალიან ცხადად იყო ფორმულირებული და არა სპეკულირებული. ედუარდ კოკოითიმ [ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მაშინდელი დე-ფაქტო პრეზიდენტი] თქვა „ჩვენ გავასუფთავებთ ხეობას ბანდიტებისგან“. მათი სცენარი იყო სრულმასშტაბიანი შემოჭრა, მაგრამ ამ შემოჭრის შენიღბვა ოსური ძალების ადგილობრივების გარკვეულ ჯგუფთან დაპირისპირებით სურდათ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)