|
2019-08-08 13:24:31, 1138 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია
„ქართულმა ოცნებამ“ ეს თარიღი იმისთვის გამოიყენა, რომ დაეწყო საარჩევნო კამპანია, თავს დასხმოდა ოპოზიციას და აგვისტოს ომის პასუხისმგებლობა საკუთარი სახელმწიფოსთვის დაეკისრებინა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია. „გუშინ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი იყო. 7 აგვისტო, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ტერორისტული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ამ თარიღს გამოიყენებდა იმისთვის, რომ მადლობა ეთქვა ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, ელაპარაკა ოკუპანტ სახელმწიფოსადმი პრინციპულ მიდგომებზე და ეზრუნა იმისთვის, რომ ერი და საზოგადოება გაეერთიანებინა. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ "თვალსაჩინო" პირებმა ეს თარიღი იმისთვის გამოიყენეს, რომ დაეწყოთ საარჩევნო კამპანია, დასხმოდნენ თავს ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხისმგებლობა საკუთარ სახელმწიფოსთვის დაეკისრებინათ. აი, ამ მიდგომას შეიძლება საქართველოსთვის სრულიად გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა და არც იმპროვიზაცია არ არის, ეს არის „ქართული ოცნების“ კარგად მოფიქრებული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან არის სრულ თანხვედრაში“, - განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)