|
2019-08-07 19:26:13, 1396 ნახვა
კომენტარი
პრემიერი აგვისტოს ომზე: უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც ბახტაძის განცხადებაშია აღნიშნული, იმისთვის, რომ საქართველომ სრულ დეოკუპაციას მიაღწიოს, აუცილებელია ერის კონსოლიდაცია, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოება და მშვიდობიანი განვითარება. ამასთან, პრემიერი წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადეს შესაძლებელი. „ეს იყო ომი, რომელსაც მოჰყვა რუსეთის მხრიდან საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაცია, ასეულობით ქართული სოფლის განადგურება და ათეულობით ათასი დევნილი მოქალაქე. ამ ომმა შეიწირა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და დაგვიტოვა მოუშუშებელი ტკივილი. ნებისმიერი ხელისუფლების უზენაესი ამოცანაა დაიცვას საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე, უზრუნველყოს მშვიდობა და აარიდოს ქვეყანას განსაცდელი. სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ ეს არათუ არ გააკეთა, არამედ თავისი ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკით, საოკუპაციო გეგმის განხორციელება გახადა შესაძლებელი; ჩვენი ერის კონსოლიდაციით, მუხლჩაუხრელი შრომით, გაცხადებული მიზნების მიღწევით, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად თანმიმდევრული პოლიტიკის წარმოებით და მშვიდობიანი განვითარებით ჩვენ მივაღწევთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას. პატივს მივაგებ დაღუპულთა ხსოვნას და ჩვენი გმირების უკვდავ სახელებს. დიდება გმირებს!“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)