22:05 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 14:49:46, 1407 ნახვა

ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტო - ინსპექტირებისას აღებული საექსპორტო 100 ნიმუშიდან სტანდარტს ყველა შეესაბამებოდა

ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის  მიზნით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 20 საინსპექციო კონტროლი განახორციელა.

სააგენტოს ცნობით, ინსპექტირებისას აღებული საექსპორტო 100 ნიმუშიდან ყველა შეესაბამებოდა  ლაბორატორიის ოქმში მოცემული ღვინოების ფიზიკოქიმიურ მახასიათებლებს და შედეგად, ყველა მათგანს თანხმობა ეთქვა სერტიფიკატის გაცემაზე.

ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 23 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 789 ნიმუში, მათგან 62 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი 727 დადებითად.

ხარისხის კონტროლი ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ბოლო წლებში მუშაობა გაძლიერებულია, რაც მუდმივი და შეუქცევადი პროცესია.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics