02:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-07 12:48:25, 1125 ნახვა

რეგიონი
აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ერგნეთში საპროტესტო აქცია გაიმართა

ერგნეთში, აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, საპროტესტო აქცია გაიმართა.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა რუსეთის აგრესია გააპროტესტეს და ოკუპირებული სოფლების მიმართულებით მშვიდობის ნიშნად, ფრანები გაუშვეს.

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, მთავარი ამოცანაა, საქართველომ მსოფლიოს რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესია დაანახოს.

„ქართული საზოგადოება არასდროს არ შეეგუება ოკუპაციას. 2 000 წელი ისრაელმა და ებრაელმა ხალხმა ატარა იერუსალიმის იდეა. ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ის, რომ მსოფლიომ დაინახოს, რომ საქართველო არის მსხვერპლი და რუსეთი არის აგრესორი. ამიტომ, ნებისმიერი განცხადება, მათ შორის, სამწუხაროდ, ქალბატონ ზურაბიშვილის არაერთი განცხადება ომის დაწყებასთან დაკავშირებით პირდაპირ აზიანებს საქართველოს. აზიანებს არა საქართველოს წინა ხელისუფლებას, არა რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას, აზიანებს საქართველოს, იმიტომ, რომ თუ საქართველო არის აგრესორი, თუ საქართველომ დაიწყო ომი, მაშინ რის საფუძველზე ვთხოვთ რუსეთს აქედან გასვლას?!“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ცნობისთვის, სოფელი ერგნეთი სწორედ ის ადგილია, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების  წარმომადგენლებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics