|
2019-08-07 12:26:16, 1478 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე - 7 აგვისტო სიმბოლური თარიღია, პუტინმა ომი გაცილებით ადრე დაიწყო
„7 აგვისტო სიმბოლური თარიღია, თორემ კრემლმა, პუტინმა, ომი გაცილებით ადრე დაიწყო“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ მუხათვერდის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც თანაგუნდელებთან ერთად აგვისტოს ომის გმირებს პატივი მიაგო. ვაშაძემ რუსეთის ქმედებებს სამარცხვინო ტერორისტული აგრესია უწოდა. „1 აგვისტოს სრულმასშტაბიანი ომი იყო გაჩაღებული. უკვე განადგურებული იყო ქართული სოფლები ნული და ავნევი. უკვე დაძრული იყო დევნილების და იძულებით გადაადგილებული პირების ტალღა. ამ სამარცხვინო სამხედრო ტერორისტულმა აგრესიამ საქართველოს მოუტანა 500-ზე მეტი დაღუპული ჩვენი საამაყო მოქალაქე, განადგურებული ინფრასტრუქტურა და სამუდამოდ დაღუპული ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის. რუსეთს კი ამან მოუტანა სამუდამო სირცხვილი. ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ ამ სირცხვილს, რაც არ უნდა ილაპარაკონ ერთმორწმუნეობასა და ერთობლივ ისტორიაზე“,- განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)