|
2019-08-07 11:41:07, 1102 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ
„ჩვენ არ გვინდა ომი, მაგარამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბოლომდე მივიყვანთ ბრძოლას საქართველოს მთლიანობისთვის, ერთიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს. „მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი შეიარაღებული ძალების წინაშე, თითოეული ჯარისკაცისა და ოფიცერის წინაშე, ვინც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს დასაცავად. მინდა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული გამოვხატო ჩვენი დევნილების მიმართ, ვის მხრებზეც გადაირა საქართველოს ყველაზე რთულმა ეპიზოდებმა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. მთავარი სათქმელი დღეს მაინც არის ის, რომ ომი არასდროს უნდა იყოს საქართველოს არჩევანი. ჩვენ არ გვინდა ომი, მაგრამ საქართველო გააგრძელებს ბრძოლას. საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან ბრძოლას იმისთვის, რომ დასრულდეს ოკუპაცია, იმისთვის, რომ გამთლიანდეს ქვეყანა და იმისთვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ევროპული მომავალი, როგორც ნამდვილად თავისუფალ ქვეყანას. ეს ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლის დროშა დღეს ქართულ საზოგადოებასა და პირველ რიგში იმ ახალგაზრდებს უჭირავთ, რომლებიც აგრძელებენ რუსთაველზე ანტისაოკუპაციო მოძრაობას. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბრძოლა წარმატებული იქნება.“, - განაცხადა ბაქრაძემ. შეგახსენებთ, 2008 წლის აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)