|
2019-08-06 15:44:22, 1270 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვა, გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო?!
"მივესალმებით ნებისმიერ აქტივობას კონსორციუმის მხრიდან, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით დასრულებას გამოიწვევს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. ბახტაძემ პორტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობამ აღნიშნული პროექტის წარმატებით რეალიზაციისთვის ყველა ნაბიჯი გადადგა. „სახელმწიფომ კონსორციუმისთვის გადასაცემად გამოისყიდა მიწები და ამაში გადაიხადა რამდენიმე ათეული მილიონი ლარი. მთავრობამ აიღო დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნის ვალდებულება და ამას სჭირდება რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია - იქნება ეს რკინიგზა, საავტომობილო გზა, თუ ნებისმიერი სხვა. ჩვენ შევძელით, რომ ანაკლიის პროექტი დაფიქსირებულია ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის პრიორიტეტულ სიაში და მე მარტივი კითხვა მაქვს იმ ადამიანებთან, ვინც თავის თავს ფინანსისტს და მით უმეტეს ექსპერტს უწოდებს, ამის შემდეგ, ნუთუ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კითხვის ნიშანი იმაზე, სახელმწიფომ გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო?! დიახ, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და მეტიც, გადავდგამთ ყველა ნაბიჯს, რომელიც აუცილებელი იქნება, რათა საქართველოს ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი და ის აუცილებლად ექნება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)