|
2019-08-06 13:35:41, 1208 ნახვა
კომენტარი
კახიძე: სიძულვილის ენაზე ჩანაწერი პრობლემურია - შეიძლება ხელისუფლებამ კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადოს
„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებათა პროექტში, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ე.წ. სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებული ჩანაწერია. როგორც კახიძემ აღნიშნა, ჩანაწერი ბუნდოვანია და ამის გამო შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვნად შაიზღუდოს. „რაც შეეხება ამ პროექტს, ეს კეთდება იმისთვის, რომ შინაარსობრივად გაკონტროლდეს პოლიტიკური რეკლამა. საკმაოდ პრობლემური საკითხია, რადგან სიძულვილის ენის დეფინიცია არ არის მოცემული და ბუნდოვანია ჩანაწერი. როცა ჩანაწერს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სასამართლო გაავრცელებენ, შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლება სერიოზულად შეიზღუდოს და ხელისუფლებამ კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადოს. ეს ჩანაწერი ან უნდა გაუქმდეს, ან მკაფიოდ განიმარტოს, თუ რა იგულისხმება“, - აღნიშნა კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)