|
2019-08-06 13:03:09, 1249 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა: ხელისუფლება ცდილობს, ცენზურა დააწესოს და პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს
ხელისუფლება ცდილობს, ქვეყანაში ცენზურა დააწესოს და პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალი ცვლილებათა პაკეტი პოლიტიკურ პარტიებს საშუალებას არ აძლევს, რომ ოპონენტების წინააღმდეგ ანტირეკლამა გამოიყენონ. „ხელისუფლება პირდაპირ ცდილობს დააწესოს ქვეყანაში ცენზურა და პოლიტიკურ პარტიებს გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს. ასევე, ფაქტობრივად შეზღუდოს მაუწყებლები, რადგან შედის რეკლამის შინაარსში, მათ შორის ანტირეკლამის ნაწილში, სადაც ზღუდავს პოლიტიკურ პარტიებს და აღარ აძლევს საშუალებას, რომ ანტირეკლამა გამოიყენონ ოპონენტების წინააღმდეგ. ეს პირდაპირ თავდასხმაა თავისუფალ სიტყვაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი ძალებით, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, არ მივიღოთ ცვლილებები ასეთი ფორმით, რათა სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში დაცული იყოს“, - აღნიშნა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)