|
2019-08-06 12:35:14, 1132 ნახვა
კომენტარი
ხმალაძე: თუ საარჩევნო სუბიექტი კანონს დაარღვევს, პასუხისმგებლობა მედიას არ უნდა დაეკისროს
„თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა დაარღვია კანონი, ამაზე საარჩევნო სუბიექტმა უნდა აგოს პასუხი და არა მედიასაშუალებამ“, - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ, საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში, მედიის კუთხით დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდში რეკლამის განთავსებისა და დებატების საკითხებზე იმსჯელებენ. „აქაც არის პრობლემური თემები. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული, დაცულია თუ არა პროპორციულობა ანტირეკლამისა რეკლამასთან და ასე შემდეგ. აქ არის საკითხები, რომელიც არ არის მედიასაშუალების გადასაწყვეტი. მაგალითად, შეფასება იმისა, არის თუ არა გამოყენებული სიძულვილის ენა, დარღვეულია თუ არა კანონის ესა თუ ის ნორმა, ეს სასამართლოს შესაფასებელია. შესაბამისად, მედიას არ უნდა დაეკისროს ფაქტობრივად ცენზორის როლი და პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)