|
2019-08-05 16:33:44, 1534 ნახვა
კომენტარი
მენაბდე: თუ სიძულვილის ენის გამოყენება აშკარა და მყისიერ საფრთხეს არ იწვევს, მისი რეგულირების საჭიროება არ არის
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჭიროება სიძულვილის ენის ასეთი ფართო რეგულირების - ამის შესახებ საია-ს წარმომადგენელმა, კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებს განუცხადა. მენაბდე მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევაში პასუხისმგებლობის საკითხი მხოლოდ მაშინ უნდა დადგეს, თუ ის აშკარა და მყისიერ საფრთხეს იწვევს. "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჭიროება სიძულვილის ენის ასეთი ფართო რეგულირების. ჩვენ გვგონია, რომ სიძულვილის ენა, თუ ის აშკარა და მყისიერ საფრთხეს წარმოშობს, უნდა დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას, თუმცა უბრალო გამოხატვა, მათ შორის ქსენოფობიური და ასე შემდეგ, არ შეიძლება გახდეს რეპრესიული საკანონმდებლო პოლიტიკის ნაწილი. რეპრესია, ამ შემთხვევაში, ნიშნავს პასუხისმგებლობის დაწესებას სამართლებრივ ენაზე", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)