|
2019-08-05 16:15:05, 1242 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - საარჩევნო ბლოკების გაუქმების მთავარი მიღწევა პარტიული სისტემის განვითარების ხელშეწყობა იქნება
„საარჩევნო ბლოკების გაუქმების მთავარი მიღწევა იქნება ის, რომ ხელს შეუწყობს საქართველოში პარტიული სისტემის განვითარებას, რასაც ვერ მივაღწიეთ 30 წლის განმავლობაში“, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებათა პროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან განმარტა, ბლოკი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია, რომელიც პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას ხელს უშლის. „ბლოკი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უშლის საქართველოში პარტიული სისტემის ჩამოყალიბებას, მათ შორის, აყალიბებს ძალიან მახინჯ სურათს. დღეს, საქართველოში არის 19 ე.წ. კვალიფიციური პარტია. სინამდვილეში, საქართველოში კვალიფიციური პარტია შინაარსობრივად არის მაქსიმუმ 5-6. ამ 19 კვალიფიციური პარტიიდან ზოგიერთი უბრალოდ ქაღალდზე არსებობს, არის ერთკაციანი და ორკაციანი პარტიები. დღეს ვთქვი ნახევრად ხუმრობით, რომ არსებობს ერთკაციანი პარტიები და ორპარტიიანი კაცი. ეს არის სიმახინჯე, რომელსაც სჭირდება ცვლილება და ბლოკი არის მისი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. ბუნებრივია, ეს უნდა დასრულდეს, რადგან ამომრჩეველსაც აქვს ინტერესი, რომ ერთხელ და სამუდამოდ შეიტყოს, რომელ პარტიას რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში. ეს დღეს არავინ იცის, რადგან სხვადასხვა მერკანტილური მიზნებისთვის იქმნებოდა საარჩევნო ბლოკები. არავინ არ იცის დღეს მაგალითად, რამდენი კაცი უჭერს მხარს კონკრეტულ ქაღალდზე დაწერილ პარტიას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)