|
2019-08-05 16:01:45, 1283 ნახვა
კომენტარი
კახიძე: საბჭოთა მეთოდია, როდესაც დანაშაულს კი არ მოჰყვება რეაგირება, კონკრეტული ადამიანია სამიზნე
„თაროდან ჩამოაქვთ სისხლის სამართლის საქმეები იმ მოტივით, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ასეა საჭირო“, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის დროს ფულის გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის გამოკითხვაზე შესაძლო დაბარებას. კახიძე აღნიშნავს, რომ ეს საბჭოთა მეთოდია, როდესაც რეაგირება მოჰყვებოდა არა დანაშაულს, არამედ ამ დანაშაულის სიტუაციურ კონტექსტს. "ამ შეკითხვებს "ევროპული საქართველო" მაშინ სვამდა, როდესაც კვირიკაშვილი და ქუმსიშვილი თანამდებობებზე იყვნენ, როდესაც ასეულობით მილიონის გაფლანგვასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები არსებობდა. დღეს, როცა ამოწევენ თემას, ეს არის საბჭოთა პროკურატურის მუშაობის კლასიკური მეთოდი, როდესაც დანაშაულს კი არ მოჰყვება რეაგირება, არამედ ადამიანი არის ხოლმე სამიზნე და მერე იმ ადამიანს ამოუწევენ ხოლმე თემას, რომელიც იქამდე თაროზე უდევთ. ფაქტია, რომ 1 წლის წინ იყო კვირიკაშვილი გამოკითხული და ერთი წლის მერე, ახლა მიდის კვირიკაშვილი გამოკითხვაზე მეორედ. როცა თანამდებობაზე იყო, ამ კითხვაზე პასუხი იყო "მიმდინარეობს გამოძიება". ვიმეორებ, დანაშაულს კი არ მოჰყვება გამოძიება, არამედ თაროდან ჩამოაქვთ სისხლის სამართლის საქმეები იმ მოტივით, რომ კონკრეტულ სიტუაციაში ასეა საჭირო", - განაცხადა ოთო კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)