|
2019-08-05 15:54:04, 1407 ნახვა
კომენტარი
კუკავა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე: პროცესი ძალიან კარგია, ბოლოს და ბოლოს დიალოგი დაიწყო
"პროცესი რა თქმა უნდა ძალიან კარგია,7 წელია ამისკენ მოვუწოდებდით მთავრობას, ბოლოს და ბოლოს დიალოგი დაიწყო",- ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, გავიდა ერთი თვე და გამოჩნდა, რომ თავისუფალი საქართვცელოს და სხვა პარტიების პოზიცია, რომლებიც ამბობდნენ, რომ დიალოგი ვითარების განმუხტვის გზაა, სწორი აღმოჩნდა. "ის პარტიები, რომლებიც აქციებს აწყობდნენ წინა შეხვედრისას და ამბობდნენ, რომ როგორ შეიძლებოდა ოცნებასთან დაჯდომა - გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ კობახიძესთან როგორ დაჯექით მუშტი უნდა ჩაგერტყათო, გავიდა ერთი თვე და გამოჩნდა, რომ თავისუფალი საქართველოს და სხვა პარტიების პოზიცია რომლებმაც ვთქვით რომ დიალოგი არის ვითარების განმუხტვის გზა, ეს აღმოჩნდა სწორი", - განაცხადა კახა კუკავამ. საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)