|
2019-08-05 14:27:55, 1410 ნახვა
კომენტარი
ჩაჩავა: ის, რომ საარჩევნო სისტემა იცვლება, მთავარი მიღწევაა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი
„ის, რომ საარჩევნო სისტემა იცვლება, არის მთავარი მიღწევა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი“, - ამის შესახებ „სექტორი 3“-ის დამფუძნებელმა ქეთევან ჩაჩავამ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს „ისეთი კომპლექსური რეფორმა, რომელიც მოიცავს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, უამრავს საკითხს გულისხმობს და სამუშაო რეჟიმიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის ინკლუზიური პროცესი. ამ პროცესში იქნება ბევრი აზრთა სხვაობაც. რა თქმა უნდა, ამ პროცესში იქნება ბევრი აზრთა სხვადასხვაობაც, თუმცა მთლიანობაში ის, რომ საარჩევნო სისტემა იცვლება, არის მთავარი მიღწევა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი“ - განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ. სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს. ასევე, პროექტის თანახმად, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილი იქნება, ხმის მისაცემად თავად შეარჩიოს შესაბამისი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე ნებისმიერი ადაპტირებული საარჩევნო უბანი, არაუგვიანეს არჩევნებამდე მეექვსე დღისა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)