|
2019-08-05 13:11:57, 1522 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე: ყველა ცვლილება, გარდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა, ოპოზიციური სპექტრის დაშლას ისახავს მიზნად
„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე „ქართული ოცნების“ მიერ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს ეხმაურება. როგორც ვაშაძე აცხადებს, ხელისუფლება გაერთიანებული ოპოზიციის განეიტრალებას ცდილობს. „ყველა ძირითადი ცვლილება, რაზეც არის განხილვა დღეს, გარდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისა, ერთადერთ მიზანს ისახავს მიზნად, როგორმე დაშალონ ოპოზიციური სპექტრი, დაიშალოს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, იმიტომ, რომ შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ჩვენ მათ მოვუგეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ჩვენ ვართ ერთადერთი ალტერნატივა „ ქართული ოცნებისთვის“ და ძალიან კარგად იციან, რომ დამარცხდებიან. ამის საპასუხოდ ერთი რამე მინდა ვუთხრა, დამშვიდდით, ხალხო, ნეტა ასეთი მონდომებული გაჭირვების და კორუფციის წინაშე ბრძოლაში იყოთ. მაინც არ დავიშლებით, გაერთიანებული ოპოზიცია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ყველა ცვლილებაზე ბოლომდე ვიმუშავებთ აბსოლუტურად, მაგრამ არ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ის პირობა, რომელიც დადებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, ეს პირობა დაირღვეს“-, განაცხადა ვაშაძემ. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტი წარადგინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)