|
2019-08-05 12:35:47, 1158 ნახვა
კომენტარი
კახიძე: საარჩევნო უბნებთან შეკრებილი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების პრობლემა მოსაგვარებელია
"ვფიქრობთ, მოსაგვარებელი პრობლემაა საარჩევნო უბნებთან შეკრებილი, ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც მორალურ ტერორში ამყოფებდნენ მათთვის არასასურველ ამომრჩევლებს", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ოთო კახიძემ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა. კახიძე მიიჩნევს, რომ საარჩევნო კაბინაში მობილური ტელეფონის შეტანაც უნდა დარეგულირდეს, რადგან ბიულეტენისთვის სურათის გადაღებაც ზეწოლის ერთ-ერთი მექანიზმია. "ბოლო არჩევნებისას, საარჩევნო უბნებთან ჩვენ ვხედავდით ხელისუფლებასთან ალიანსში მყოფ კრიმინალურ სამყაროს, რომლებიც მორალურ ტერორში ამყოფებდნენ მათთვის არასასურველ ამომრჩევლებს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს პრობლემაა მოსაგვარებელი, რომ საარჩევნო უბნის მიმდებარედ რადიუსი განისაზღვროს, სადაც შეკრება იქნება უბრალოდ აკრძალული, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა თავისუფლად გამოხატონ ნება. ასევე,სერიოზული პრობლემა იყო, როდესაც ამომრჩევლებს ეუბნებოდნენ, რომ გარკვეული კონფიგურაციით, ვიღაცას სამკუთხედით, ოთხკუთხედით შემოეხაზათ ბიულეტენი, ვიღაცას ხელი მოეწერა ბიულეტენზე, ეს საკითხი იქნება პრობლემური. ასევე, მობილური ტელეფონით როცა აიძულებენ სურათი გადაუღონ ბიულეტენს. მობილური ტელეფონის შეტანასთან დაკავშირებით ვთვლით, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს უბნებზე. ჩვენ გვაქვს რიგი ინიციატივები, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ცდილობს უპირატესობა მოიპოვოს, მაქსიმალურად შეეზღუდოს ყველა ეს დარღვევის მაპროვოცირებელი ინსტრუმენტი", - განაცხადა ოთო კახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)