23:21 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 10:59:18, 1060 ნახვა

კომენტარი
დეკანოზი ჯაღმაიძე: პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია, აბორტის მომხრეებისგან პირველი არ არის

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საზოგადოების ნაწილის მიერ პატრიარქის 4 აგვისტოს ქადაგების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება.

დეკანოზე Facebook-ზე წერს, რომ პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია, აბორტის მომხრე ადამიანებისაგან პირველი არ არის.

 

„საიდან ჩნდება ასეთი აგრესია პატრიარქის მიმართ? უახლესი ისტორიის დევნის პერიოდებში განა რაიმე სხვა სულით ებრძოდნენ ეკლესიას?

პატრიარქი მიმართავს საკუთარ მრევლს. ეს მიმართვა არის მათთვის, ვინც მას უსმენს, მის ხმას იცნობს. მესამე პირები რატომ უნდა ერეოდნენ ამ ურთიერთობაში?

რატომ ნერვიულობს მის სიტყვებზე ეკლესიისათვის უცხო სულის მქონე ხალხი? მათ ხომ ეს ქადაგება პრინციპში არ ეხებათ? ისინი ისედაც ხომ არ გააჩენენ შვილს, რომ ერი გამრავლდეს? ისინი ხომ იმდენჯერ გაიკეთებენ აბორტს, რამდენჯერაც მიიჩნევენ, რომ არასასურველი შვილი უჩნდებათ? ეს ქადაგება მათ არ ეხებათ და ეს მათ შესანიშნავად იციან. მაშ საიდანაა ეს აგრესია ადამიანის მიმართ, რომელის საკუთარ სულიერ შვილს მიმართავს?

პატრიარქის ქადაგებაზე აგრესია, პირველი არ არის აბორტის მომხრე ადამიანებისაგან. საქმე იმაშია, რომ ყოველი მართალი სიტყვა ჩვენი მამხილებელია და ტკივილს იწვევს. უკეთეს შემთხვევაში ამ ტკივილმა ადამიანს სინანულისაკენ უნდა უწინამძღვროს. უარეს შემთხვევაში კი აგრესია უჩნდება და სურვილი, რომ ეს სიტყვა დაადუმოს“, - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტიანებს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებისას დედის როლზე ისაუბრა. „ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, მრავალი შემთხვევაა, როცა დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა", - განაცხადა ილია მეორემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics