|
2019-08-03 15:40:32, 1504 ნახვა
კომენტარი
„ნარკოტიკების დაყოფა რთული იქნება“ - აკაკი ზოიძე საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, არ ეთანხმება. როგორც ზოიძემ განმარტა, სამომავლოდ რთული იქნება იმ ნარკოტიკების დაყოფა, რომლებიც სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევენ. „ასეთი გაყოფა, სპეციალისტებს შეგიძლიათ დაეკითხოთ, ძალიან რთული იქნება, მათ შორის, ჩემი აზრით, ეს ეწინააღმდეგება, თუნდაც იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად, მარიხუანას შემთხვევაში იმიტომ, რომ მარიხუანა, კანაფი, ასევე, გარკვეული რაოდენობით, სადღაც 10 პროცენტში რეგულარული მოხმარებისას ასევე იწვევს აგრესიას და ფსიქოზურ მოვლენებს. ასე, რომ ასეთი პრინციპით გაყოფა იქნება რთული, ჩემი აზრით, არასწორი იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სწორედ არსი იმის, რომ თავისუფლების აღკვეთა არ გამოიყენო პატიმრობის ნაცვლად, ზრუნვა გამოიყენო, არის სწორედ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანები ნარკოდამოკიდებულები არიან, ანუ სწრაფ მიჩვევას, რომელსაც ნარკოტიკი იწვევს, სწორედ იმ შემთხვევაში საზოგადოების ჯანდაცვის კუთხით გამართლებული, რომ ეს ადამიანები ციხის მაგივრად გაუშვა რეაბილიტაციის ცენტრებში მკურნალობის და პრევენციის მეშვეობით, ვიდრე გაუშვა ციხეში, რომელიც სარეაბილიტაციო დაწესებულება არ გახლავთ. ამის ნაცვლად, პირიქით ამბობენ, რომ რომელიც სწრაფ მიჩვევას იწვევს, იმაზე პრევენციის მიზნით მაინც მისაღებია თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა ზოიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)