|
2019-08-02 18:12:26, 1705 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე: თუ გვარამიას დააკავებენ, იქნება კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ქართული მართლმსაჯულებისთვის
"იქ, სადაც უდანაშაულო მღვდელი ორი წელია, გვიზის ციხეში, მართლმსაჯულებაზე საუბარი ძნელია", - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური მდივნის ნიკა გვარამიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, არ არის გამორიცხული ნიკა გვარამიას დააკავონ. ამასთან, "კურიერთან" ინტერვიუში მანვე დასძინა, რომ გვარამიას დაკავების შემთხვევაში, ის იქნება კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ქართული მართლმსაჯულებისთვის. "ვიტყოდი, როგორც აწ განსვენებული ერთ-ერთი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, ფაქტობრივად, სიცოცხლის ბოლო დღეებში, როდესაც "რუსთავი 2-ზე" გინდათ მსჯელობა, ჯერ მე გამიხსენეთო. მე ვიტყოდი, რომ ჯერ უნდა გავიხსენოთ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა და უნდა იქნას სამართლიანად გამოძიებული და შემდეგ შეიძლება მხოლოდ "რუსთავი 2-ის" საქმესთან მიმართებაში სამართლიან განვითარებას ველოდოთ. ისევე როგორც ვიტყოდი, რომ ხელისუფლების ცვლილების დროს ერთ-ერთი წყალგამყოფი იყო ჩემთვის, მაგალითად, 9 თვის ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის გაუგებარ მდგომაროებაში გარდაცვალება და ამ საქმის არგამოძიება. იქ, სადაც უკვე ორ წელზე მეტია, საპყრობილეში უდანაშაულო მღვდელი გვიზის ციხეში და ამდენი პოლიტპატიმარი, ძალიან რთულია, სახელმწიფოში, სადაც იგივე ციანიდის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდა, ძალიან ძნელია, რაიმე მართლმსაჯულების კუთხით საიმედო მდგომარეობას ვპროგნოზირებდეთ. ყველაფერი არის შერჩევითი სამართალი და სადაც უდანაშაულო მღვდელი ზის ციხეში, მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მივესალმები იმ დამოკიდებულებას, რომ ბატონი ნიკა დარჩა საქართველოში და თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუ ღმერთი ამას დაუშვებს, იმის ძალასაც მისცემს, რომ ღირსეულად იყოს იქ, მაგრამ ეს იქნება პლუს ერთი პოლიტიკური პატიმარი საქართველოს მართლმსაჯულებისთვის“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)