|
2019-08-02 17:43:51, 1698 ნახვა
კომენტარი
თურნავა ფრენების სუბსიდირებაზე: მილიონზე მეტი რუსეთში მცხოვრები თანამემამულე შეძლებს, თავისუფლად ჩამოვიდეს საქართველოში
„საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზანი და ამოცანაა, რომ მილიონზე მეტი რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე შეძლებს, რომ თავისუფლად ჩამოვიდეს საქართველოში და არ შეეჯახოს იმ პრობლემას, რომელიც ხელოვნურად შეიქმნა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ რუსეთიდან და საქართველოდან ერევნის გავლით ფრენების სუბსიდირებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ინიციატივას თავიდანვე არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. „ვფიქრობ, საკმაოდ დიდი მიზანი და ამოცანაა, მათ შორის სოციალური თემაც იყო. თავიდანვე არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა ამ გადაწყვეტილებას. ეს არის ის პრაქტიკა მარკეტინგული მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ დროდადრო მივმართავთ. ეს არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამას აკეთებს ჩვენი აეროპორტების გაერთიანების კომპანია, დროდადრო მიმართავს სხვადასხვა მიმართულებაზე მგზავრთა ნაკადების მხარდაჭერის თვალსაზრისით“, - აცხადებს თურნავა. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, საქართველოდან ერევნის გავლით რუსეთის მიმართულებით და პირიქით განხორციელებული ფრენების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 600 000 ევრომდე გამოიყოფა. ამასთან, რუსეთის ტუროპერატორები ტურისტებს ერევნის გავლით საქართველოს სუბსიდირებულ სატრანზიტო ფრენების ვაუჩერს არ შესთავაზებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)