|
2019-08-02 16:48:33, 1653 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე - ძლიერი თვითმმართველობა არის ძლიერი ქვეყნის წინაპირობა
„გაწეული სამუშაო, პრაქტიკულად თავისი შინაარსით არის სრულმასშტაბიანი რეფორმა, როგორც ელექტრონული მმართველობის დანერგვის კუთხით, ასევე ბიუჯეტირების თვალსაზრისით“, - ასე შეაფასა თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერიის ბოლო ორი წლის საქმიანობა. მუნიციპალიტეტის საქმიანობის შედეგების პრეზენტაცია დღეს გაიმართა. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აჭარაში ყველა მუნიციპალიტეტი და ბათუმი იყოს წარმატებული, ვინაიდან ძლიერი თვითმმართველობა და ძლიერი მუნიციპალიტეტები არის ძლიერი ეკონომიკისა და ძლიერი ქვეყნის წინაპირობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თანაქალაქელებს ჰქონდეთ წვდომა მუნიციპალურ სერვისებზე და ყველა ის პრობლემა, რომელიც არის სხვადასხვა უბანში, სხვადასხვა დასახლებაში სწრაფად იქნას იდენტიფიცირებული. შემდეგ კი სწრაფად შემუშავდეს პრიორიტეტები, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო და ყველა საკითხი საჭიროებს ოპერატიულ რეაგირებას", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას. ბათუმის მერიამ საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემის დანერგვის მიზნით მნიშვნელოვანი პროექტები შეიმუშავა. 2019 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსით, ბათუმი პირველ ადგილზე გავიდა და საუკეთესო ქალაქად დასახელდა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)