|
2019-08-02 15:36:20, 1905 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: ვფიქრობ, შესაძლებელია, ლარში სესხების პროცენტი 6%-მდე დავწიოთ
"სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად შეიძლება, რომ ლარში სესხების პროცენტი 6%-მდე დავწიოთ" - ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სესხების დიდი წილი მცირე და საშუალო ბიზნესზე მოდიოდეს. „ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სესხები იპოთეკაზე ხელმისაწვდომი იყოს. ხელმისაწვდომობა მარტო იმას არ გულისხმობს, რომ სესხი გაიცეს. ხელმისაწვდომობა გულისხმობს, რომ სესხის პირობები მაქსიმალურად კომფორტული იყოს. იპოთეკური სესხები ლარში ორნიშნა ციფრი იყო, მინდა შეგახსენოთ, და შემდეგ გამოჩნდა 7% - იანი სესხები ლარში. პირადად მე მაქვს მოსაზრებაა, რომ სწორი და მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგად შეიძლება, რომ ეს პროცენტი კიდევ უფრო ჩამოვწიოთ და იყოს თუნდაც 6%. სამშენებლო სექტორს რაც შეეხება, ამ ნაწილშიც ეროვნულმა ბანკმა შეცვალა მიდგომები და მე მოვისმინე კომერციული ბანკების შეფასება ამ საკითხზე. რაც შეეხება ზოგადად საცალო ვაჭრობას, სადაც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული, ბუნებრივია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და გაყიდვების ის ტემპი, რომელიც იყო. თუმცა მაკროეკონომიკური გადასახედიდან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სესხების დიდი ნაწილი მიდიოდეს მცირე და საშუალო ბიზნესზე. მინდა მოგიწოდოთ, ნახოთ ბოლო პერიოდის დინამიკა, როგორ შეიცვალა ბიზნესის დაკრედიტება, რომელიც მნიშვენლოვნადაა გაზრდილი, ვიდრე საცალო დაკრედიტება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)