|
2019-08-02 15:14:19, 1025 ნახვა
კომენტარი
კობალაძე: ომი არ დაწყებულა 2008-ში, ომი დაიწყო, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ, დამოუკიდებლობა გამოაცხადა
"ომი არ დაწყებულა 2008 წლის აგვისტოში, ომი და წინააღმდეგობა დაიწყო გაცილებით უფრო ადრე, როდესაც, ჩვენმა ქვეყანამ, ფაქტობრივად, გამოაცხადა დამოუკიდებლობა",- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძემ განაცხადა. მისი თქმით, 2008 წელი იყო რეალურად ამ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული პროცესების ერთობლიობა. "ის, რომ რუსეთი აგრესორი, მტერი და ოკუპანტია ჩვენი ქვეყნის გარკვეული ტერიტორიების ნაწილის, არავინ დაობს და კითხვის ნიშნები არ ჩნდება. ის განცდა, ვინც ამ თემაზე უსაზღვროდ და უკიდეგანოდ აპელირებს, უკვე იწვევს აგრესიას. თუ მივყვებით ქრონოლოგიას, თუ როგორ ვითარდებოდა პროცესები თუნდაც პროფესიონალური თვალსაზრისით, ან სტრატეგიული ხედვით, აღმოვაჩენთ , რომ საკმაოდ ბევრი კითხვებია, ხოლო პასუხები - საკმაოდ მცირე“,- განაცხადა კობალაძემ. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, აგვისტოს ომის დროს, ჩვენი შენაერთების ოპერატიულ-ტაქტიკურ სივრცეზე მოქმედებები იყო გაუაზრებელ-გაუთვლელი. "პირადი შემადგენლობა, ძირითადად თავის თავგანწირვის და გმირობის მაგალითზე წერდა იმ დღეებში საქართველოს რეალურ ისტორიას.ეს იყო როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური გმირობის მაგალითები", - დასძინა მან.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)