|
2019-08-02 14:56:47, 1368 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: ლარი ზედმეტადაა გაუფასურებული და ის მალე თავის ბუნებრივად მყარ ნიშნულს დაუბრუნდება
„ყველა უწყების შეფასება, მათ შორის კომერციული ბანკების, არის ერთნაირი, რომ საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. შესაბამისად, გვაქვს ყველანაირი მოლოდინი იმისთვის, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ბახტაძე აღნიშნავს, რომ ლარის გაუფასურებას ხელი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამით გამოწვეულმა მოლოდინებმა შეუწყვეს. „ ლარის კურსი, გაუფასურების შემდეგ, 2 დღეა გამყარების ტენდენციას გვიჩვენებს. ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან ნებისმიერი ანალიზი მკაფიოდ აჩვენებდა, რომ ლარი ზემდეტად იყო გაუფასურებული, ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები კი ჯანსაღი იყო. ეს დაადასტურა ეკონომიკური ზრდის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულმა ინფორმაციამაც. სამწუხაროდ ამას, ხელი შეუწყო ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არსებულმა ნეგატიურმა ფონმა და ამით გამოწვეულმა ნეგატიურმა მოლოდინებმა. ეკონომიკის განვითარების ძირითადი პარამეტრები, დაწყებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიდან, დამთავრებული ექსპორტის მოცულობით, საკმაოდ პოზიტიურია და მყარ დინამიკას გვიჩვენებს. ყველა უწყების შეფასება, მათ შორის კომერციული ბანკების, არის ერთნაირი, რომ საქმე გვაქვს ლარის ზედმეტ გაუფასურებასთან. შესაბამისად, გვაქვს ყველანაირი მოლოდინი იმისთვის, რომ ლარი დაუბრუნდება თავის ბუნებრივ და მყარ ნიშნულს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)