|
2019-08-02 13:06:08, 2067 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ საუდის არაბეთის ელჩთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოში საუდის არაბეთის ელჩს, აბდულა ალმუტაირს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას განხილული იქნა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, მათი განვითარების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ თბილისში საუდის არაბეთის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, წაახალისებს ორი ქვეყნის ბიზნესებს მეტი კოოპერაციისკენ, ხელს შეუწყობს ურთიერთობას სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით, იქნება ეს, ორმხრივი ვაჭრობა, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი და სხვ. აღინიშნა, რომ საუდის არაბეთი დაინტერესებულია საქართველოსთან აგროპროდუქტების ექსპორტის კუთხით ითანამშრომლოს. ასევე პოზიტიური ტრენდია საუდის არაბეთიდან ტურისტების რაოდენობის კუთხით. 2019 წლის იანვარი - ივნისში საუდის არაბეთიდან საქართველოში 68 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდას ხელი შეუწყო პირდაპირმა ავიაფრენებმა საქართველოსა და საუდის არაბეთის ქალაქებს შორის, რომელთა სიხშირემ კვირაში 11 რეისს მიაღწია. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გამოთქვა იმედი, რომ საუდის არაბეთის მხარე მაღალი დონით იქნება წარმოდგენილი 2019 წლის თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)