|
2019-08-01 18:56:03, 1589 ნახვა
კომენტარი
კეპულაძე: თუ სავალუტო შემოდინებები არ გამოსწორდა, 40 მილიონი დოლარის გაყიდვას დროებითი ეფექტი ექნება
არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარის გატანის ფაქტს ეხმაურება. კეპულაძე იმედს გამოთქვამს, რომ სებ-ის მიერ განხორციელებული ინტერვენცია ლართან დაკავშირებით არსებულ ვითარებას "ცოტათი მაინც" გამოასწორებს. "იმედი დავიტოვოთ, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენცია შედეგიანი იქნება, ცოტათი მაინც დაამშვიდებს ბაზარს და გამოასწორებს მოლოდინებს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ინტერვენციები ლარს ვერ გაამყარებს. თუ სავალუტო შემოდინებები არ გამოსწორდა, 40 მილიონი დოლარის გაყიდვას დროებითი ეფექტი ექნება", - წერს კეპულაძე. შეგახსენებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა, ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით, დღეს სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა. სებ-ის ცნობით, აუქციონზე 32 800 000 გაიყიდა.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)