21:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 13:02:47, 1862 ნახვა

ეკონომიკა
საქართველო და ირანი სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების განვითარებაზე შეთანხმდნენ

საქართველო და ირანი სპარსეთის ყურე - ჩრდილოეთის სატრანსპორტო დერეფნის ერთობლივ განვითარებაზე შეთანხდნენ.

აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური იყო ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შერეული კომისიის სხდომის დღის წესრიგში, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის ადოლჰაშემ ჰასან ნიას ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ ოქმი გაფორმდა, რომელშიც სახმელეთო ტრანსპორტის სფეროში ორივე მხარის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. საქართველოს მხრიდან ოქმს ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა მოაწერა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ აღნიშნული სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის და შეიმუშავებენ ღონისძიებათა გეგმას ამ მიმართულებით. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, არის კვოტები საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებისთვის ორ ქვეყანას შორის 2019 – 2020 წლებისთვის. სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს განსაზღვრული აქვს ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ირანს შორის ფუნქციონირებდეს სახმელეთო სატვირთო გადაზიდვების გამართული სისტემა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics