21:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 10:49:05, 1069 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: გადაცემის მექანიზმი პოლიტიკიდან ეკონომიკაზე არის ძალიან სწრაფი

გადაცემის მექანიზმი პოლიტიკიდან ეკონომიკაზე არის ძალიან სწრაფი. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ვინმეს რამეს აბრალებს, თუმცა ვიღაცების უპასუხისმგებლო საქციელი ჩვენი პასუხიმგებლობა ხდება ხოლმე, - ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

 „ჩვენ შემთხევაში ეს სცენარი გათამაშდა და ამის შედეგებს ვიმკით, ყველა ეს საუბრები რა შუაშია 20 ივნისი? შუაში კი არ არის, ეს არის მთავარი წყარო. ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი უპასუხისმგებლო მოვლენა, რასაკვირველია, გადაეცემა ეკონომიკას. ეს არ ნიშნავს, რომ მთავრობა ვინმეს აბრალებს.  იცით რაშია საქმე  ვიღაცეების უპასუხისმგებლო საქციელი ჩვენი პასუხიმგებლობა ხდება მაინც, მაგას არავინ არ გაურბის, თუმცა ფაქტია" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მიმდინარე პროცესებში მან ხაზი გაუსვა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის პასუხისმგებლობის მნიშვნელობას.

 „ჩვენ თუ ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით, როგორც ოპოზიცია, ისე ხელისუფლება და ზოგადად, მოსახლეობა, რაც უფრო პრაგმატულები და რეალისტები ვიქნებით, ეკონომიკას ნაკლებად გადაეცემა ეს პოლიტიკური ისტერია და პოლიტიკური არასტაბილურობა. რეგიონის კონტექსტში ჩვენ გამოვიყურებით საკმაოდ ჯანსაღად. ეს არ ნიშნავს და არ მინდა, რომ ვინმემ არასწორად გაიგოს, რომ ეკონომიკურად გაბრწყინებული ვართ და მივედით იქ, სადაც გვინდა, მაგრამ რა კონტექსტშიც ვართ, რაც ხდება რეგიონში, რაც ხდება იმ ქვეყნებში, ვისთანაც გვაქვს მთავარი სავაჭრო ურთიერთობები, საკმაოდ ჯანმრთელი ეკონომიკა გვაქვს. ამას ადასტურებს არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და დამერწმუნეთ, ეს უბრალოდ ფაქტია და არა იმიტომ, რომ ან მე ვამბობ ამას ან რომელიმე სხვა მინისტრი“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა. 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics