|
2019-07-31 12:24:31, 1451 ნახვა
ეკონომიკა
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარს გაუფასურების ტენდენცია აქვს
Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში დღევანდელი დღის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და მისი შეძენა 2.9675 ლარად არის შესაძლებელი. გამოცემის ვებგვერდზე განთავსებული ინფომრაციის თანახმად, დღიური მაჩვენებელი ასე გამოიყურება: 2.9300 - 2.9713. გამოცემის ინფორმაციით, Bloomberg-ზე ვაჭრობა დღეს, 1 დოლარი 2.9643 კურსით დაიწყო და 0.78%-იანი გაუფასურება ფიქსირდება. ცნობისთვის, თბილისის დროით 12:00 საათზე 1 დოლარის ღირებულება Bloomberg-ზე 2.9675 ლარია, გუშინ კი, მისი შეძენა 2.9631 კურსით იყო შესაძლებელი და ამავე კურსით დასრულდა. Bloomberg-ის სისტემაში შეთავაზებების ფასის მიხედვით, ივლისის თვის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ლარი დოლართან მიმართებაში 2.8094-დან 2.9625-მდე მერყეობდა. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.9507 ლარი ღირს. რაც შეეხება ევროს, 1 ევროს შეძენა, 3.2889 ლარად არის შესაძლებელი. საქართველოს კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის ღირებულება 2.98-დან 3.01 ლარამდე მერყეობს, ევროს ფასი კი, 3.34 -3.38 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)