|
2019-07-29 18:47:55, 1519 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი: ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკოსად არ მიმაჩნია, რომ რაიმეს განეიტრალება შეეძლოს
„ვერ ვიტყვი, რომ ირაკლი ოქრუაშვილს სამართლებრივად ან პოლიტიკურად რაიმე მყარი პოზიცია აქვს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. ვოლსკის შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით რომც დაკმაყოფილდეს, ის მომგებიან პოზიციაში მაინც არ იქნება. „მათი დამოკიდებულებაა – მერე რა, შეტევა იყო; მერე რა, შტურმი იყო; მერე რა, დესტაბილიზაცია იყო; მერე რა, ეკონომიკასა და ეროვნულ ვალუტაზე სერიოზული დარტყმა იყო; მერე რა, რა მოხდა, თუ ტურისტი არ ჩამოვა, რუსი იქნება თუ იაპონელი; ეს არის დამოკიდებულება, რომელსაც გამოხატავს ოპონენტი პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შევაფასებდი, რადგან პოლიტიკოსები ამ თემაში რაც უფრო ნაკლებად ჩავერევით, მით უკეთესია. ზოგს სწამს და ზოგს არა იმის, რაც მოისმინა. თუ ადამიანი დანაშაულს სჩადის, პასუხი უნდა აგოს. ირაკლი ოქრუაშვილი იმ დონის პოლიტიკოსად არ მიმაჩნია, რომ რაიმეს განეიტრალება შეეძლოს. თუ ოქრუაშვილს „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით არგუმენტები გააჩნია და ხელმოწერების ნამდვილობას ამტკიცებს, ეს სხვა თემაა, რასაც თავისი განხილვა ექნება. თუ ვერ ამტკიცებს, ეს თაღლითობის სხვანაირი ფორმაა. არც ერთ შემთხვევაში არ მგონია, ირაკლი ოქრუაშვილისთვის რაიმე პოზიტიური პერსპექტივა იკვეთებოდეს. ვერ ვიტყვი, რომ ირაკლი ოქრუაშვილს სამართლებრივად ან პოლიტიკურად რაიმე მყარი პოზიცია აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)