10:53 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-27 15:52:33, 4408 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში, აქციაზე 600-მდე ადამიანი დააკავეს - პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა [ვიდეო]

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში, მერიის შენობასთან თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე აქიაზე 600-მდე ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ Meduza.io იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი აკავებენ მათ შორის ისეთ მოქალაქეებს, რომლებიც აქციის ტელეფონით გადაღებას ცდილობენ. 

მედიის ცნობით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ხელკეტებიც გამოიყენა. მომიტინგეები მოსკოვის საკრებულოს არჩევნებში დამოუკიდებელი დეპუტატების მონაწილეობას ითხოვენ. კერძოდ, რამდენიმე დამოუკიდებელ და ოპოზიციონერ კანდიდატს უფლება შეეზღუდა, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიეღოთ. აღნიშნულმა ფაქტმა მოქალაქეებში პროტესტი გამოიწვია და აქცია სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა. ადგილზე თავად მოხსნილი კანდიდატებიც იმყოფებიან. ეს უკვე მეორე აქციაა. 









ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
აშშ-ის სამხედროებმა სამხრეთ ირანში დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics