|
2019-07-26 19:57:53, 3082 ნახვა
კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: ქვეყანა ჭაობშია - პირობას გაძლევთ, სისტემა დაინგრევა
"თიბისი ბანკის" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში არსებულ ვითარებას ჭაობს ადარებს. ხაზარაძის მტკიცებით, უახლოეს მომავალში ის საზოგადოებრივ მოძრაობას ჩამოაყალიბებს, რომელიც ქვეყნის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ბიზნესმენმა პირობა დადო, რომ ის ბოლომდე იბრძოლებს და სისტემას შეცვლის. "დღეს კარგად დავინახე, რომ ქვეყანა ჭაობშია. ეს არის კატასტრიფა, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა არ გვაქვს. ინსტიტუციები მოშლილია. აქედან გამომდინარე მინდა გითხრათ, რომ ეს ინსტიტუციები არის თავიდან ასაშენებელი. ახლა გესაუბრებით, როგორც მამუკა ხაზარაძე. ძალიან მიხარია ის გადაწყვეტილება, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ გამოვაცხადე ორგანიზაციის დაფუძნება, საზოგადოებრივი მოძრაობის, რომელიც იქნება ძალიან აქტიური, დიდი და მის გეგმებს მალე გაიგებთ. აქ იქნება აბსოლუტურად ახალი თაობა, პროფესიონალური ძალა, რომელსაც უყვარს საქართველო, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის, ვისაც არ უნდა რუსული ორიენტაცია, ვინც ებრძვის ოკუპაციას და ვისაც უნდა, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ შედგეს წარმატებულ ქვეყნად. იქ ნეპოტიზმს, კლანურ ან ერთპიროვნულ მმართველობას არ ჰქონდეს ადგილი. დღეს ჩვენ ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას, ინსტიტუციების გარეშე, თქვენ იცით, ვინ არის ეს ერთი პირი, ის არის დირიჟორი და ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები. გპირდებით, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. იმათგან განსხვავებით, მე პიროვნულად კი არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში. ამ ბრძოლას გავაგრძელებ ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ ეს ჭაობი შეიცვალოს. ეს სისტემა ძალიან მალე დაინგრევა, ამის პირობას გაძლევთ. ის მოტყუებული ხალხი, რომელმაც ვიფიქრეთ, რომ 2012 წელს ქვეყანაში რაღაც შეიცვალა, მივიღეთ მეორე უკიდურესობა. ორი უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით", - განაცხადა მან.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)