|
2019-07-25 15:07:21, 1891 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი R2-ზე: კომერციული საკითხია, სადაც უნდა გაერკვნენ სასამართლოთი, მაგრამ არა პრეზიდენტის ჩარევით
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „პირად კომერციულ საკითხებს“ უწოდებს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მსგავს საკითხებში არ უნდა ჩაერიოს. ზურაბიშვილი, ასევე, აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან მან ჩვენი სასამართლოს მიუკერძოებლობა აღიარა. „რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს, ეს არის კიდევ მეორე საკითხი, რომელშიც არ უნდა ჩაერიოს პრეზიდენტი. ეს არის პირადი, კომერციული საკითხები, სადაც უნდა გაერკვნენ სასამართლოს მეშვეობით თუ არა სასამართლოს მეშვეობით, მაგრამ არა პრეზიდენტის ჩარევით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო საქართველოსთვის და ჩვენს რეალობაში. იმითი, რომ აღიარა ჩვენი სასამართლოს მიუკერძოებლობა და ეს ისეთი ფაქტია, რომელიც უნდა აღვნიშნოთ ყოველდღიურად. მეორეს მხრივ, მე ვთქვი, იმავე განცხადებაში, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)