|
2019-07-24 17:48:17, 1516 ნახვა
კომენტარი
ეკა ბესელია საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, ვანო ზარდიაშვილის საქმიანობით დაინტერესდნენ
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საგამოძიებო ოერგანოებს მოუწოდებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის საქმიანობით დაინტერესდნენ. როგორც ბესელიამ აღნიშნა, ზარდიაშვილი პარლამენტში შესვლის დღიდან კორუფციული ინტერესებით მოქმედებდა. ”ამ პრეცედენტებს ნამდვილად შევკრებ პარალმენტში, რომ პარლამენტის წევრი არ შეიძლება ასე იქცეოდეს, ასე ლაპარაკობდეს, არ შეიძლება მართლა კორუფციით იყოს დაკავებული და პირდაპირ სასამართლოში აფათურებდეს ხელებს. რასაც თავად აკეთებს, იმას აბრალებს სწორედ თავის ოპონენტებს და იმათ, ვის წინააღმდეგაც მას უნდა, რომ გაილაშქროს. ის პირდაპირ დაკავშირებული იმ მოსამართლეთა ჯგუფთან, არის ჩინჩალაძესთან დაახლოებული პირი და საქმეების მოგვარებით, სასურველი შედეგით გადაწყვეტით არის დაკავებული არა მხოლოდ სასამრთლოში, მისი ინტერესები იყო ასევე მერიაში. მე ამის თაობაზე ბიძინა ივანიშვილს ვესაუბრე, რომ ზარდიაშვილი კორუფციული ინტერესებით მოქმედებდა პარლამენტში შემოსვლის დღიდან. ეს ჩემთვისაც იყო ცნობილი და როგორც კი გავიგე, მაშინვე ვუთხარი. მისი რეაქცია იყო საკმაოდ მწვავე და ისიც კი თქვა, რომ ზარდიაშვილს პარლამენტს დაატოვებინებდნენ. შემდეგ ისიც მახსოვს, ზარდიაშვილი ატირებული რომ მოვიდა ჩემთან, რომ პარლამენტიდან მიშვებენ რას მერჩითო. ეს ისტორიები მინდა გავახსენო „ქართულ ოცნებას“, რომელიც დღეს ზარდიაშვილს ეფარება და კოლექტიურ ზარდიაშვილად გადაიქცა მცირე გამონაკლისის გარდა სამწუხაროდ, აი ვინ არის კორუფციაში ჩართული. ამიტომ მე საჯაროდ მივმართავ კიდევ ერთხელ საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ როგორ მოაწყო ზარდიაშვილმა მათიკაშვილის ცოლი იუსტიციის საბჭოში, როგორ არის ის ჩართული საქმეების მოგვარებაში, როგორ აგვარებს მოსამართლეებთან ერთად სხვადასხვა საქმეებს და თავისი ბიზნესინტერესებით როგორ არის დაკავებული“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს ეკა ბესელიამ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)