|
2019-07-24 11:42:25, 4079 ნახვა
მსოფლიო
LGBTQ აქტივისტი შესაძლოა, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფის „ხერხი“ წევრმა მოკლა
რუსული ლგბტ თემის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აქტივისტი ელენა გრიგორიევა ჰომოფობიურად განწყობილი დაჯგუფების "ხერხი" წევრმა მოკლა, - ამის შესახებ Lenta.ru იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, დაჯგუფება "ხერხი" ლგბთ აქტივისტებს სისტემატიურად ემუქრება და თავს ესხმის. მათ აქვთ შექმნილი საიტი "ხერხი ლგბტ-ს წინააღმდეგ", საიდანაც აქტივისტებსა და წევრებს მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიან. მსგავსი შინაარსის წერილებს ელენა გრიგორიევაც იღებდა. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაჯგუფების საიტზე გრიგორივა ე.წ. შავ სიაში იყო შეყვანილი, როგორც "ერთ-ერთი საძულველი აქტივისტი. სიაში მყოფებს კი, სახიფათო სიურპრიზებს უმზადებდნენ". მედიის ცნობით, 18 ივლისს საიტი დაიბლოკა, თუმცა გრიგორიევა მიიჩნევდა, რომ დაჯგუფების წევრები კომუნიკაციას პირად ჩატში ახერხებდნენ და თავდასხმების სერიას გეგმავდნენ. მიმდინარე წლის იანვარში, საიტზე რეგისტრირდებოდნენ პირები, რომლებიც მზად იყვნენ ფულის სანაცვლოდ ლგბტ ადამიანები გაეტაცათ და მათზე ფიზიკურად ეძალადათ. აქტივისტები აცხადებენ, რომ პოლიციამ მათზე განხორციელებულ თავდასხმებზე შესაბამის რეაგირებას არ ახდენს. "ისინი გვეუბნებიან: თუ მოკვლას დაგიპირებენ, დაგვირეკეთ, თუმცა ელენამ დარეკვა ვერ მოასწრო", - ამბობენ აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ ლგბტ აქტივისტის ელენა გრიგორიევას ცხედარი 21 ივლისს მის საცხოვრებელ სახლთან, სანქტ-პეტერბურგში იპოვეს. მას მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა მიყენებული სახისა და ზურგის არეში. პოლიციამ ცხელ კვალზე 40 წლის მამაკაცი დააკავა. პოლიცია ვარაუდობს, რომ მკვლელობა პირადი კონფლიქტის მოტივით მოხდა. სიძულვილის მოტივს სამართალდამცველები არ განიხილავენ.
თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
"ერთად გამარჯვებისთვის!" - ოპოზიციის ალიანსი დღეს საპროტესტო აქციას გამართავს
რუბიომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური მოლაპარაკებების არარსებობის შესახებ განაცხადა
მეფე ჩარლზ III - მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)