21:39 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 16:11:50, 1963 ნახვა

ეკონომიკა
არველაძე: კანადასთან საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებაში დაეხმარება

კანადის დედაქალაქ ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტზე (FIPA) მოლაპარაკებების მე-3 რაუნდი მიმდინარეობს. საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება, რომლის თაობაზეც მოლაპარაკება მიმდინარეობს, საქართველოსა და კანადას შორის ეკონომიკური შინაარსის პირველი დოკუმენტია. მისი გაფორმება ხელს შეუწყობს როგორც ქართველ, ისე კანადელ ინვესტორებს განახორციელონ ინვესტიციები ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე. მისი თქმით, საინვესტიციო შეთანხმება წაახალისებს სამეწარმეო ინიციატივებს და მოახდენს კერძო კაპიტალის თავისუფალი მოძრაობის სტიმულირებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას აღნიშნული შეთანხმების პროექტის დებულებები მოიცავს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, მხარეთა შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში, მათი გადაჭრის გზებს, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებისათვის.

აღსანიშნავია, რომ „კანადასა და საქართველოს შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ" შეთანხმების ახალი სამოდელო პროექტის განხილვა კანადის მხარემ საქართველოს 2018 წლის მარტში, საქართველოს შესთავაზა. წარმატებული წინასწარი მოლაპარაკებების შემდგომ, მხარეებს შორის მოლაპარაკებების პირველი ოფიციალური რაუნდი 2018 წლის აგვისტოში ქალაქ ოტავაში, ხოლო მეორე რაუნდი თბილისში 2019 წლის 21-22 იანვარს გაიმართა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics