|
2019-07-22 12:50:05, 1781 ნახვა
კომენტარი
სალაძე - ეს არა ქიბარ ხალვაშის, არამედ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფების მომზადებული განცხადებაა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე ქიბარ ხალვაშის განცხადებას გამოეხმაურა და ეჭვი გამოთქვა, რომ ის „ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფების“ მიერაა მომზადებული. სალაძის შეფასებით, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის საქმე საქართველოს სასამართლო ინსტანციებში ხელისუფლების დახმარების შედეგად მოიგო. „მე ვეჭვობ, რომ ეს ქიბარ ხალვაშის დაწერილი განცხადება იყოს. შეიძლება რაღაც საკითხები, კი ბატონო, მაგრამ მთლიანობაში, ამ განცხადების სულისკვეთება და არსი, მე მგონია, რომ არ არის მისი დაწერილი. ალბათ, სადღაც სხვაგან, ხელისუფლებასთან დაკავშირებული რაიმე ჯგუფების მიერ მომზადებული განცხადებაა. ის ხომ არავის არ სჯერა, რომ ქიბარ ხალვაშმა საქართველოს სასამართლო ინსტანციებში დამოუკიდებლად მიაღწია წარმატებას?! მარტივი კითხვები დავსვათ მაშინ იგივე ტიპის დავებზე, იგივე მუხლთან სამოქალაქო კოდექსის, წლების განმავლობაში რატომ არ იხილება საქმეები საქართველოს სასამართლო ინსტანციებში, როდესაც "რუსთავი 2"-ის საქმემ მოიარა ყველა ინსტანცია, უზენაესი სასამართლო, დიდი პალატა, სტრასბურგი და უკვე აღსრულდა ძალიან სწრაფად? ამ ფონზე, მხოლოდ მისი მხრიდან ეს არ იყო „მოგებული“ ბრძოლა „რუსთავი 2“-ისთვის, აქ, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული დახმარება სხვადასხვა ჯგუფების მიერ“, - განაცხადა სულხან სალაძემ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)