|
2019-07-20 11:01:34, 2479 ნახვა
რეგიონი
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდნენ
წალენჯიხის სოფელ ჯგალსა და ლიაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდენენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. შეხვედრაზე გამოკვეთილი საკითხების მოგვარებისთვის, მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა, მოსახლეობას იმ პროგრამებსა და პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც სამინისტრო ახორციელებს. მინისტრის მოადგილემ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა. „სახელისუფლებო გუნდის მიზანია, ამ შეხვედრებით მოსახლეობისგან ღიად მოისმინოს საკითხები და შემდეგ გადაწყვიტოს. ჩვენ გვინდა, რომ უშუალოდ მოსახლეობისგან გავიგოთ ამა თუ იმ სოფელში რა საკითხებია აქტუალური. პროცესში ჩართულია, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლება რაც უდაოდ პოზიტიურ შედეგს გამოიტანს“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან ერთად შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, წალენჯიხის მერი ბესიკ ფარცვანია და წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა ესწრებოდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იმ პროექტებზე ისაუბრეს რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, ასევე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ეფექტურობასა და მოქალაქეების მხრიდან ჩართულობაზე, როდესაც განსახორციელებელ პროექტებს თავად მოსახლეობა ირჩევს. „ამ ტიპის შეხვედრები მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება, რათა უშუალო კომუნიკაცია ქონდეს ხელისუფლებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან. შეხვედრების შედეგად ჩვენ ვგებულობთ საჭიროებებს უშუალოდ მოსახლეობისგან. თითოეულ საკითზე მოხდება მყისიერი რეაგირება”, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ მალხაზ თორიამ. ჯგალსა და ობუჯში გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყლისა და შიდა გზების პრობლემები დაასახელა.
(NS)
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)