21:28 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-20 10:32:18, 3117 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძემ სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს გაერთიანებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის ხელმძღვანელობით სავაჭრო საკითხებზე მომუშავე და DCFTA - ის საკონსულტაციო საბჭოების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე მოხსენებები გააკეთეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ და USAID „მმართველობა განვითარებისთვის" პროექტის ხელმძღვანელი ნატალია ბერუაშვილი.

საბჭოს წევრებმა მოისმინეს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის მოადგილის რატი ობოლაძის პრეზენტაცია სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის პროექტის შესახებ. გარდა ამისა, გაეცნენ ევროკავშირის ახალი და გლობალური მიდგომის დირექტივების - ელექტრომაგნიტური თავსებადობისა (EMC) და დაბალი ძაბვის შესახებ (LVD) რეგულაციის გავლენის შეფასების შედეგებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კერძო და საჯარო დიალოგი შედგეს მანამდე, სანამ რეგულაციები ამოქმედდება. სათამაშოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე იქნება მიღებული, ჩვენ უკვე ჩავატარეთ კონსულტაციები კერძო სექტორთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოვისმინეთ მათი შეხედულებები და გავითვალისწინეთ. ანალოგიურად ვგეგმავთ პროცესის წარმართვას სხვა სახის საქონლის მიმართ, რომელთაც ბაზარზე ზედამხედველობა შეიძლება შეეხოთ“,  - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

პრეზენტაციების შემდეგ,  სავაჭრო საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა დისკუსია გამართეს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics