|
2015-07-06 15:53:35, 443 ნახვა
პოლიტიკა
ვაშინგტონ პოსტი: საქართველო რუსეთის ორბიტას უბრუნდება
ვაშინგტონ პოსტი საქართველოში არსებული პრო-რუსული განწყობის გაძლიერებისა და დასავლეთთან ინტეგრაციის სურვილის შესუსტების შესახებ წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ დასავლეთი რუსეთთან კონფრონტაციის თავიდან ასარიდებლად, ახლო მომავალში არ დაიწყებს მოლაპარაკებებს ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების შესახებ, რაც საქართველოში ანტი-დასავლური განწყობის გაძლიერებას განაპირობებს. შექმნილი ვითარებით კი კარგად ისარგებლებს რუსეთი, რომელმაც უკვე გააძლიერა ინვესტიციები ქართული ენერგეტიკის სფეროში. ვაშინგტონ პოსტის სტატიაში მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას გამოკითხული ქართველების 31 პროცენტი ემხრობა. „მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობა კრემლთან ჯერაც დაძაბულია, რუსეთის წარმომადგენლობა საქართველოში უფროდაუფრო ძლიერდება. ცოტა ხნის წინ საქართველოში, რუსეთის სატელიტმა ახალი ამბების სააგენტომ ოფისი გახსნა და ახალი ამბების გადმოცემა ქართულ-რუსულ ენებზე დაიწყო.“ - ნათქვამია სტატიაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)