01:38 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-19 13:33:21, 3091 ნახვა

კომენტარი
სალია: დვალთან და აქიმიძესთან მოლაპარაკება ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, დანარჩენს დრო გვიჩვენებს

„რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია აცხადებს, რომ დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია, თუმცა  ნომერ პირველ ამოცანად მათთან  შეხვედრას და მოლაპარაკებას ასახელებს.

ტელეკომპანიის ჟურნალისტის კითხვაზე, შესრულდება თუ არა ქიბარ ხალვაშის ის დათქმა, რის მიხედვითაც კომპანიის მფლობელობაში დაბრუნების შემდეგ გენერალურ დირექტორად დავით დვალი უნდა დაენიშნა, პასუხობს, რომ ყველაფერს დრო აჩვენებს.

"რაც შეეხება დვალს და აქიმიძეს გუშინ ავხსენი, რომ მათთან კომუნიკაცია არ გვქონია ეს პერიოდი, რადგან სტრასბურგის სასამართლოში იყო ეს პერიოდი დავა. როგორც ვიცი, ქიბარ ხალვაშსაც არ ქონია ამ ბოლო პერიოდში(კომუნიკაცია). ეგ ნომერ პირველ ამოცანად მე ვთხოვე, თვითონაც აცნობიერებს და იცის, რომ ერთ-ერთი პირველი ამოცანაა შეხვდეს ამ ადამიანებს, ისაუბრონ და გაერკვნენ რას ვაპირებთ. დღეს გვაქვს ეს სტატუს კვო. მე მოვედი აქ იმისთვის, რომ ვიმუშავო და საქმე გავაკეთო. დანარჩენს დრო გამოაჩენს ყველაფერს. კომპანიის მფლობელმა დამნიშნა დირექტორად. მაქვს პასუხისმგებლობა, ვალდებულებები, უფლებებთან ერთად. მე ამ პასუხისმგებლობას თავი უნდა გავართვა, ჩემი ვალდებულებები შევასრულო ისე, რომ აქ დასაქმებული ადამიანებიც კმაყოფილი იყვნენ და კომპანიის მესაკუთრეც კმაყოფილი იყოს“, - ამბობს სალია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics